ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოლდოვაში ჩავიდა
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოლდოვაში ჩავიდა. ის მაია სანდუს ხვდება. მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში ომი და დასავლეთის მიერ კიევის მხარდაჭერაა. ბლინკენი ვიზიტის დროს ასევე შეეხება მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას. ამერიკის პირველ დიპლომატს რამდენიმე აქტივისტი საპროტესტო აქციით დახვდა
