ბრიუსელსა და სტრასბურგში ევროპარლამენტის შენობაში ჩხრეკა ჩატარდა
„რაშაგეითსის“ საქმეზე ევროპარლამენტში ჩხრეკა ჩატარდა. გერმანული გამოცემა „შპიგელი“ წერს, რომ ბელგიისა და საფრანგეთის სამართალდამცველებმა ერთდროულად გაჩხრიკეს ბრიუსელსა და სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობებში მდებარე რამდენიმე ოფისი. მედიამ დაადგინა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ნიდერლანდელი ევროპარლამენტარის, მარსელ დე გრაფის კაბინეტსა და მისი თანაშემწის ოფისში მიმდინარეობდა. საქმე ეხება რუსეთთან დაკავშირებული ინტერნეტგამოცემა „ევროპის ხმის“ გარშემო აგორებულ სკანდალს. ჩეხეთისა და ბელგიის პროკურატურის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მედიასაშუალება რუსული პროპაგანდის გასავრცელებლად და, ევროპარლამენტის არჩევნებში ჩარევის მიზნით, ევროდეპუტატებთან თანამშრომლობდა
