საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა პირველად მიიღო
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა პირველად მიიღო. შანხაიში ITB China 2024-ზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, სვანეთის, სამეგრელოსა და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები იყო წარმოდგენილი. გამოფენას საქართველოდან 10-მდე კერძო კომპანია დაესწრო. საქართველოს ტურისტულ პოტენციალს 80-ზე მეტი ქვეყნიდან 1600-ზე მეტი ორგანიზაცია და კომპანია გაეცნო. ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, საქართველოს სტენდთან დამთვალიერებელი საქართველოს ტურისტულ პროდუქტებსა და საიმიჯო ვიდეორგოლებს გაეცნო. საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს პოტენციურ პარტნიორებთან. აღინიშნა საქართველოსა და ჩინეთს შორის ამოქმედებული უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობა ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვის კუთხით
