ევროპის ჩემპიონატის დროს, ეროვნული ნაკრების თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება
ვინც ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებას ვერ მოახერხებს, ისტორიული მატჩის ყურებას მიხეილ მესხის სტადიონზე შეძლებს. ინიციატივა თბილისის მერიას ეკუთვნის. კახა კალაძის განცხადებით, მიხეილ მესხის სტადიონზე სამივე თამაშის ტრანსლირება იგეგმება
