ეკონომიკის ექსპერტები: ლარის კურსზე არცერთ ფუნდამენტურ ფაქტორს, რომელზეც ის შეიძლება რეაგირებდეს, გავლენა არ მოუხდენია
ლარის კურსზე არცერთ ფუნდამენტურ ფაქტორს, რომელზეც ის შეიძლება რეაგირებდეს, გავლენა არ მოუხდენია - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტები საუბრობენ. განმარტავენ, რომ მოკლევადიანი პერიოდის რყევა ძირითადად პანიკურმა ვითარებამ გამოიწვია, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ბაზარზე ადგილი ჰქონოდა სპეკულაციურ ზემოქმედებას. რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების გაყიდვას, ექსპერტები დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ცენტრალურ ბანკს რეზერვების მართვის სწორი პოლიტიკა აქვს
