პლენარულ სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთი ვეტო დაძლიეს
პლენარულ სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთი ვეტო დაძლიეს. საუბარია საგადასახადო კოდექსზე. სალომე ზურაბიშვილი კანონპროექტიდან ოფშორებთან დაკავშირებული ნორმების ამოღებას ითხოვდა. პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება
