პარლამენტმა ცხრა ნაბიჯის შესრულებასთან დაკავშირებული ოთხი პროექტი დაამტკიცა
პარლამენტმა ცხრა ნაბიჯის შესრულებასთან დაკავშირებული ოთხი პროექტი დაამტკიცა. საუბარია პერსონალურ მონაცემთა დაცვის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საერთო სასამართლოების და კორუფციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე. კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას, რაც, მმართველი გუნდის შეფასებით, ევროინტეგრაციისთვის ბოიკოტის გამოცხადებას ნიშნავს
