ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული რეფერენდუმის თემა პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით სპეკულაციურია
ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული რეფერენდუმის თემა, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, სპეკულაციურია. უმრავლესობამ ამას თაღლითური და მავნებლური კამპანია უწოდა. სალომე ზურაბიშვილმა ინიციატივა აქციაზე, ვიდეომიმართვისას გაახმოვანა. საქართველოს საგარეო კურსი გაცხადებული აქვს. ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები ქართული ოცნების მიერ ჩაწერილია კონსტიტუციაში, ყველა კვლევით მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპას, სალომე ზურაბიშვილმა კი ამ თემაზე რეფერენდუმი მოისურვა, რომელსაც ვერ ჩაატარებს. რეფერენდუმი ტარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ქვეყნის 20 პროცენტი კი ოკუპირებულია, რეფერენდუმის ჩატარებას ასევე სჭირდება პრემიერ-მინისტრის თანხმობაც. ქრონიკის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციას შორის ახლა მსჯელობა მიმდინარეობს იმაზე, თუ როგორ გამოასწორონ რეფერენდუმის გამოცხადებასთან დაკავშირებით დაშვებული შეცდომა და როგორ მიაწოდონ ეს ინფორმაცია საზოგადოებას სხვანაირად
