პრემიერ-მინისტრი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო უწყებებში საჯარო მოხელეებთან შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი კობახიძე დღეს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრემიერმა ხაზი გაუსვა უწყების მნიშვნელოვან როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში და მინისტრს და სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა საუბრისას ყურადღება დაუთმო საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით მიღწეულ პროგრესს, ასევე ქვეყანაში დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ და საინვესტიციო პროექტებს
