თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის დაავადების მქონე ადამიანების ფინანსურ მხარდაჭერას განაგრძობს
თბილისის მერია, გაფანტული სკლეროზის დაავადების მქონე ადამიანების ფინანსურ მხარდაჭერას განაგრძობს. თუ აქამდე მედიკამენტები და დიაგნოსტიკა მხოლოდ 15-დან 60 წლამდე ასაკის მოქალაქეებს უფინანსდებოდათ, პროგრამით უკვე 60 წელს გადაცილებული პაციენტებიც ისარგებლებენ. თბილისის მუნიციპალიტეტი ძვირადღირებულ წამლებსა და მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს ასი პროცენტით აფინანსებს.
