გამჭვირვალობის კანონპროექტი კანონად სავარაუდოდ პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით იქცევა
გამჭვირვალობის კანონპროექტი კანონად სავარაუდოდ პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით იქცევა. სალომე ზურაბიშვილს დოკუმენტი უკვე გადაგზავნილი აქვს, მაგრამ პროექტს სავარაუდოდ ხელს არ მოაწერს. შალვა პაპუაშვილმა ქართველს ხალხს რომელმაც ორი თვის განმავლობაში კიდევ ერთხელ აჩვენა სიბრძნე და არ აჰყვა დეზინფორმაციულ შტურმს მადლობა გადაუხადა. პარალელურად, რადიკალური ოპოზიცია ისევ ავრცელებს ყალბ ინფორმაციას გამჭვირვალობის კანონპროექტზე. თბილისის მერის თქმით კი საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა თავისი ქმედებებით, რომ საიმედო პარტნიორია. კახა კალაძემ, მოსახლეობას მიმართა.
