32 სალოტბარო სკოლის მოსწავლეების კონცერტს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულმა ცენტრმა უმასპინძლა
32 სალოტბარო სკოლის მოსწავლეების კონცერტს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულმა ცენტრმა უმასპინძლა. ღონისძიება სალოტბარო სკოლების დაარსების 10 წლის იუბილეს მიეძღვნა და მასში სალოტბარო სკოლების ხუთასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. ჯანსუღ კახიძის სახელობის ცენტრში მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის გალობა, სიმღერა და ქორეოგრაფიული ნიმუშები. სალოტბარო სკოლის მოსწავლეები წელს ლევილის ქართულ ფესტივალშიც მიიღებენ მონაწილეობას.