ისრაელის ტანკებმა რაფაჰის ცენტრალური ნაწილი დაიკავეს
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის და ეგვიპტის საზღვართან მდებარე რეგიონში ოპერაცია დაიწყეს. ცაჰალის ცნობით, სამხედრო მოსამსახურეები ბუფერულ ზონაში განლაგდნენ. პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ ისრაელის ტანკებმა რაფაჰის ცენტრალური ნაწილი დაიკავეს. დასავლური მედიის ცნობით, ქალაქის ამ რაიონში სამთავრობო ინსტიტუტები და ბანკებია განთავსებული. „ბიბისი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ისრაელის არმიის სამხედრო მოსამსახურეები შენობების სახურავებზეც განთავსდნენ და რაიონში ვითარებას აკონტროლებენ. ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ქალაქი რაფაჰი დაახლოებით მილიონმა პალესტინელმა დატოვა.
