არჩევნები აშშ-ში - ფარაჯის განცხადება
„ამერიკის შეერთებული შტატების მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება“ - ამის შესახებ განცხადება გაერთიანებული სამეფოს რეფორმის პარტიის საპატიო პრეზიდენტმა გააკეთა. ნაიჯელ ფარაჯმა თეთრი სახლის მომავალი ლიდერის პოზიციაზე, დონალდ ტრამპის კანდიდატურას ირიბად დაუჭირა მხარი და განაცხადა რომ ბაიდენის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ტრამპის პრეზიდენტობის დროს მსოფლიო გაცილებით უსაფრთხოდ იყო.
