ზელენსკის მოწოდება
უკრაინის პრეზიდენტი შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ლიდერებს სამიტზე დასწრებისკენ მოუწოდებს. ამერიკული მედია კი წერს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ამ დროს კალიფორნიაში წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიება აქვს დაგეგმილი. უკრაინის მშვიდობის სამიტი შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება და ზელენსკის თქმით, მასში მონაწილეობას 90-მდე ქვეყანა მიიღებს. თუმცა, მშვიდობის სამიტზე რუსეთი მიწვეული არ არის.
