ოპოზიციის დიდი ნაწილი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას და შეთავაზებას იზიარებს - პოლიტიკური განცხადებები
ოპოზიციის დიდი ნაწილი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას და შეთავაზებას იზიარებს. გამონაკლისია „გირჩი“, რომელიც დოკუმენტის ხელმოწერამდე მემორანდუმში მოყვანილი საკითხების პუნქტობრივ განხილვას ითხოვს. 26 მაისს გასაჯაროებული ქარტია და მიმდინარე პოლიტიკური პროცესი კი, „ქართული ოცნებისთვის“ იმის დასტურია, რომ სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია დაიწყო და ოპოზიციის გეგმით მოქმედებს.
