არაღიარების პოლიტიკით მუქარა
უკვე მეორე დღეა პარლამენტში ოპოზიცია, ოკუპირებული ტერიტორიების გადახედვის მუქარას ახმოვანებს. მიხეილ დაუშვილის ნარატივი დღეს თეონა აქუბარდიამ გააგრძელა. დეპუტატმა თქვა რომ კანონი გამჭვირვალობის შესახებ არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებს, არამედ მთლიანად საქართველოს აქცევს რუსეთის გავლენის ქვეშ. აქუბარდიამ საკითხი შალვა პაპუაშვილის განცხადების საბაბით წამოჭრა პლენარულ სხდომაზე. შალვა პაპუაშვილმა კი მას საერთაშორისო სამართლის პრინციპები აუხსნა.
