პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში
ვიდრე საკითხი კენჭისყრაზე დადგებოდა, მწვავე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა პარლამენტში. იყო ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაც. ოპოზიცია მოუწოდებდა „ქართულ ოცნებას“ უარი ეთქვა ვეტოს დაძლევაზე, მმართველი პარტია კი კვლავ სამართლებრივ არგუმენტებზე საუბრობდა, რომელიც მათივე განმარტებით, მოტივირებულ შენიშვნებში ვერ ამოიკითხეს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია კონკრეტულ მითითებებს ასრულებს და უცხო ქვეყნების ინტერესებით მოქმედებს.
