ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა
69 წლის ასაკში, ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა. 1980 წლიდან ის რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. ტრისტან სარალიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს პრემიერ-მინისტრი. მთავრობის მეთაური მსახიობის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს თანაგრძნობას უცხადებს.