დამოუკიდებლობის დღე
დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხორვატიის მთავრობის მეთაური. ანდრეი პლენკოვიჩი ირაკლი კობახიძეს საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერას აღუთქვამს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრიც. მისალოც წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს ჩეხეთის მხარდაჭერის იმედი. მისალოცი წერილი ირაკლი კობახიძემ მიიღო ბულგარეთის პრემიერ-მინისტრისგან. დიმიტარ გლავჩევი აღნიშნავს, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა წვლილს შეიტანს საერთო ევროპულ გზაზე წინსვლაში.