გენერალური პროკურორის არჩევა
საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად, აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან ხვალიდან კონსულტაციებს იწყებს. მიზანი გენერალური პროკურორის არჩევნების მაქსიმალური ღიაობა და გამჭვირვალობაა. ერთი თვის განმავლობაში კანდიდატების წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ სამართლის დარგის სპეციალისტებს და ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას. გენერალური პროკურორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი შოთაძემ თანამდებობა ჯანმრთელობის გამო დატოვა.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
