პრემიერი ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებთან
პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო უწყებებში საჯარო მოხელეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგ, ირაკლი კობახიძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებსა და უწყებაში შემავალი სხვადასხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელებს შეხვდა. პრემიერმა ხაზი გაუსვა უწყების ეფექტიანი საქმიანობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და სამინისტროს წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
