ზელენსკი მოკავშირეებს აკრიტიკებს
ვოლოდიმირ ზელენსკი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი სხვა ქვეყნებთან შეთანხმებით დაიწყო. „ნიუ-იორკ ტაიმსთან“ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ამგვარი შეთანხმების არსებობის დაშვება არ სურს, რადგან ეს დასავლელი პარტნიორების ნაწილის მხრიდან უკრაინის სრული ღალატი იქნებოდა. ზელენსკი მოკავშირეებს აკრიტიკებს იმის გამოც, რომ მათ რუსეთთან ურთიერთობის ყველა გზა არ გადაკეტეს. მისი თქმით, ბევრმა ლიდერმა რუსეთთან ყველა კარი ოდნავ ღია დატოვა, რადგან არ სჯერათ, რომ უკრაინა ომში გაიმარჯვებს. ზელენსკიმ ისიც აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინისთვის ყველა კარი მაშინ დაიხურება, თუ მოსკოვი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს და ამიტომ არ დგამს ასეთ ნაბიჯს.
