თბილისის მერმა აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები დაათვალიერა
თბილისის მერმა სამტრედიის ქუჩაზე მარტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები დაათვალიერა. კახა კალაძის განმარტებით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. კორპუსის გამაგრება 2025 წლის თებერვალში დასრულდება. პროექტის ღირებულება სამი მილიონ ხუთასი ათასი ლარია.
