მსახიობი ტრისტან სარალიძე 69 წლის ასაკში გარდაიცვალა
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ტრისტან სარალიძე 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1980 წლიდან ის რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. ტრისტან სარალიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს პრემიერ-მინისტრი. მთავრობის მეთაური მსახიობის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს თანაგრძნობას უცხადებს.