საქართველოს დროშის ფერებში განათებული ღირშესანიშნაობები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს დროშის ფერებით განათდა ნიაგარის ჩანჩქერი, ასევე დუბლინის ცენტრში სამუელ ბეკეტის ხიდი, ავსტრალიის ხაზინის შენობა და ბუენოს-აირესის ქალთა ხიდი. ჩვენი დროშის ფერებით განათდა ასევე მექსიკის პრეზიდენტის სასახლე და მთავრობის სახლი.