დამოუკიდებლობის დღე - მილოცვები საქართველოს პრემიერს
დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხორვატიის პრემიერი. მისალოც წერილში ხორვატიის პრემიერი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდა. ანდრეი პლენკოვიჩი ირაკლი კობახიძეს საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერას აღუთქვამს. ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრიც.