დემონსტრაციები ერევანში
ერევანში მიმდინარე აქციების ფარგლებში სამართალდამცველებმა 137-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს. ინფორმაციას სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პოლიციამ აქციის მონაწილეები მას შემდეგ დააკავა, რაც რამდენიმე ათეულმა აქტივისტმა საავტომობილო გზების გადაკეტვა სცადა. სომხეთში საპროტესტო აქციები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანი გადადგომის მოთხოვნით იმართება. აქციის მონაწილეები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დელიმიტაციის პროცესს ეწინააღმდეგებიან.
