ორბანი: „ევროპა უკრაინის ომში ერთვება“
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროპა უკრაინის ომში ერთვება. ვიქტორ ორბანმა ევროპის ამ პოლიტიკას უპასუხისმგებლო უწოდა, რადგან პროცესი ევროკავშირს ავნებს. მედიასთან საუბრისას ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომში შესაძლოა ნატოც ჩაერთოს, რაც ვითარების ესკალაციას გამოიწვევს. ორბანმა მოკავშირეები გაფრთხილა, რომ შესაძლოა სიტუაცია ყველაზე ცუდი, ბირთვული იარაღის გამოყენების სცენარით განვითარდეს.
