სალოტბარო სკოლების კონცეერტი
28 მაისს საქართველოს სალოტბარო სკოლების 500-მდე მოსწავლე თბილისში კონცერტს გამართავს. კულტურისა და სპორტის მინისტრი რეპეტიციას დაესწრო, რომლებიც სალოტბარო სკოლების დაარსებიდან 10 წლისადმი მიძღვნილი კონცერტისთვის ემზადებიან. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ღონისძიებას 28 მაისს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი უმასპინძლებს. მოსწავლეები სცენაზე გააცოცხლებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის გალობას, სიმღერასა და ქორეოგრაფიულ ნიმუშებს.