26 მაისი ლევილის ისტოირულ მამულშI
26 მაისი ლევილის ისტორიულ მამულში სახელმწიფომ მასშტაბურად პირველად აღნიშნა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა. ფესტივალის სტუმრების წინაშე წარდგნენ საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი და გამოჩენილი ქართველი სოპრანო იანო ალიბეგაშვილი. ჩატარდა მსოფლიოს დიდოსტატის, ნონა გაფრინდაშვილის, მასტერკლასი ჭადრაკში - ოთხ დაფაზე. ხის ოსტატებმა - ნინო კოპელაშვილმა და რესან ჟოჟაძემ თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს. ცხინვალის თეატრმა გამართა სპექტაკლი „მარო მაყაშვილის დღიური“. 26 მაისის საზეიმო ღონისძიება ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტით დასრულდა.