ეროვნული ბანკის 2023 წლის წლიური ანგარიში
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ნათია თურნავას მოუსმინეს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა დეპუტატებს 2023 წლის ანგარიში წარუდგინა, რომელიც ინფლაციის პროგნოზსა და მიზნობრივ მაჩვენებელს მოიცავს. ნათია თურნავამ ანგარიშში არსებული მიკროეკონომიკური ვითარება და მონეტარული პოლიტიკა განიხილა.
