პრემიერ-მინისტრი პორტუგალიურ ენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის დელეგაციას შეხვდა
პრემიერ-მინისტრი პორტუგალიურ ენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის დელეგაციას შეხვდა. განიხილეს არსებული თანამშრომლობა და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები, ისაუბრეს ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ფორმატებით. იმსჯელეს მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკურ პროცესებზე. დელეგაციის ხელმძღვანელმა მთავრობის მეთაურს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა. საქართველო პორტუგალიურ ენოვანი ქვეყნების თანამეგობრობას 2014 წლიდან შეუერთდა, როგორც ასოცირებული დამკვირვებელი.
