ვერშემდგარი პროტესტი
დღეს 09:00 საათიდან დაანონსებული იყო აქცია, თუმცა პროტესტი ვერ შედგა. პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციაზე დილით არავინ მივიდა. რამდენიმე საათის დაგვიანებით მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებთან მივიდა ოპოზიციონერი დეპუტატი. ხატია დეკანოიძემ მათ იურიდიული კომიტეტის სხდომის დეტალები საკუთარი ინტერპრეტაციით გააცნო. მაგალითად, თქვა, რომ ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანს ჰქონდა კითხვებზე პასუხები, არგუმენტები, თუმცა საუბრის საშუალება არ მისცეს. ეს იმ ფონზე, როდესაც საზოგადოება პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს სხდომას და გიორგი მსხილაძემ პირდაპირ თქვა, რომ შინაარსობრივ განხილვაში არ შევიდოდა.
