არაღიარების პოლიტიკის გადახედვის მუქარა
არაღიარების პოლიტიკის გადახედვის მუქარა - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე! გზავნილის გამხმოვანებელი გახარიას პარტიის წევრი მიხეილ დაუშვილია. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მძიმეა უსმინო ადამიანს, რომელმაც თქვა, რომ გამჭვირვალობის გამო ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხი შეიძლება გადაიხედოს. ანრი ოხანაშვილის შეფასებით, ეს არის შანტაჟი.
