დამოუკიდებლობის დღე - მილოცვები საქართველოს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ მეგობარი და პარტნიორი ქვეყნები. მისალოც გზავნილებში განსაკუთრებით ხაზგასმულია მათი მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებებს მართავენ დიპლომატიური წარმომადგენლები, საქართველოს დროშის ფერებში განათდა მსოფლიოს ღირსშესანიშნაობები.