„ნაციონალური მოძრაობის“ და სალომე ზურაბიშვილის გეგმა
„ქრონიკის“ ინფორმაციით „ნაციონალური მოძრაობისა“ და სალომე ზურაბიშვილის გეგმამ მცირეოდენი ცვლილებები განიცადა. მათ გადაწყვიტეს, რომ დღეს საღამოს სალომე ზურაბიშვილმა დააანონსოს „ერთობის პლატფორმის“ შექმნა, სადაც საუბარი აღარ იქნება ერთიან საარჩევნო სიაზე და ეს გეგმა გადავადდება. ზურაბიშვილი აპირებს პარტიებს წარუდგინოს ქარტია, რომელშიც საუბარი იქნება, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების მიზანი იქნება დროებითი პარლამენტის არჩევა, რომელიც ასევე დროებით მთავრობას ჩამოაყალიბებს, რაზეც ჩაიწერება, რომ დროებით მთავრობას საზოგადოებრივი და პროფესიონალი კადრებით დააკომპლექტებენ და არა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით. ეს გადაწყვეტილება მათივე თქმით, გამოიწვია კვლევების შედეგებმა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის წარმომადგენლებს საზოგადოებაში დაბალი რეიტინგი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მათ წინასწარვე იციან, რომელი პარტიები აწერენ ხელს ამ დოკუმენტს, პარტიებს მიეცემათ რამდენიმედღიანი ვადა დოკუმენტზე ხელმოსაწერად. ამის შემდეგ კი იგეგმება დოკუმენტის ბრიუსელში წარდგენა და თუ ახლო მომავალში საქართველოსთან მოლაპარაკებები გაიხსნება, უნდა მოხდეს ამ დოკუმენტთან სალომე ზურაბიშვილის დაკავშირება.