400-ზე მეტი რეკრუტი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ოფიციალურად შეუერთდა
400-ზე მეტი რეკრუტი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ოფიციალურად შეუერთდა. ფიცი ქვეყნისა და ერის წინაშე მათ დღეს საზეიმოდ დადეს. ახალწვეულებმა, თბილისის პარალელურად, ფიცი დადეს ბეთანიის მონასტერთან, დიდგორის ველზე, კაცხის სვეტთან, გერგეტის სამებასთან და მცხეთაში, სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე.
ფიცის დადების შემდეგ, სამხედროებმა ტრადიციულად ჯარისკაცის მრწამსი წარმოთქვეს. საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ კი ჩაკრულოს ფონზე იყო ღონისძიების კულმინაცია - ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის სადემონსტრაციო გადაფრენა.

სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები