დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა რეგიონებში
მცხეთაში სპეციალური სივრცე მოაწყო ღვინის ეროვნულმა სააგენტომ. წარმოდგენილია ქართლის რეგიონის ადგილობრივი ჯიშის ღვინოები, სადაც შესაძლებელია მათი დაჭაშნიკება. ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე იმართება. საზეიმო ღონისძიებები იმართება ზუგდიდში. მასპინძელი დაცული ტერიტორიების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოა. სამხედრო ტექნიკის გამოფენა, კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა; ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სივრცე. საზეიმო ღონისძიებების მასპინძელი თელავში განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო და აეროპორტების გაერთიანებაა. ღონისძიებები ცენტრალურ მოედანზე იმართება . სხვა რეგიონების მსგავსად, თელავშიც გამოფენილია სამხედრო ტექნიკა, მოწყობილია ავიაციის სივრცე. მთავრობის ადმინისტრაციის, ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ამბროლაურში, დათუნა სხირტლაძის სახელობის სკვერში, საზეიმო ღონისძიებები იმართება. ღონისძიება საზეიმო კონცერტით დასრულდება, რომელშიც ფოლკლორული ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას. ახალციხეში ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მასპინძლობს.
