საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. ღონისძიების ყველაზე ემოციური ნაწილი ფიცის დადების ცერემონია იყო. ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს 400-ზე მეტი ახალწვეული შეუერთდა. ახალწვეულებმა, თბილისის პარალელურად, ფიცი დადეს ბეთანიის მონასტერთან, დიდგორის ველზე, კაცხის სვეტთან, გერგეტის სამებასთან და მცხეთაში, სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე. საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ ჩაკრულოს ფონზე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის სადემონსტრაციო გადაფრენა შესრულდა.

სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები