გამჭვირვალობის კანონი
„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 27 მაისს, იმსჯელებს. ამასობაში საფრანგეთის სენატმა, რამდენიმე დღის წინ მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და ფინანსური აქტივების გაყინვას, როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირებისთვის. კანონს კი ჰქვია უცხოური გავლენისა და დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებისთვის ეს ორმაგი სტანდარტია. მათი თქმით, რაც მისაღებია ევროპისთვის, გაუგებარია რატომ არ არის დასაშვები საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთაც უფლება აქვთ იცოდნენ, საიდან და რა მიზნით ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები
