ო'ბრაიენის განცხადება - შეფასებები
სანქციები სადავო და ხმაურიანი კანონის გამო - ვაშინგტონიდან მიმდინარე კვირას ამის შესახებ რამდენიმე გზავნილი გაკეთდა. სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა დააანონსა სახელმწიფო მდივანმა, სანქციების ფართო პაკეტი მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივის სახით ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა. კვირის ბოლოს კი ერთი განმარტება გააკეთა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ და სწორედ ამ განმარტებამ ცოტათი გაურკვევლობაც კი გამოიწვია. ამერიკის ხმასთან საუბრისას ჯეიმს ო'ბრაიენი ამბობს, რომ ენტონი ბლინკენის განცხადების საფუძველზე, სახელთა სია არ გამოქვეყნდება, რის შესაძლებლობასაც მათ კანონმდებლობა არ აძლევთ. არადა სულ ერთი წლის წინ ქართველ მოსამართლეთა სავიზო შეზღუდვა სწორედ კონკრეტული მოსამართლეების დასახელებით მოხდა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ამ დეტალს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ სანქციების თემით მათი დაშანტაჟება ვერ მოხერხდება
