დამოუკიდებლობის დღე ლევილის მამულში
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი ბოლო ათეული წლის განმავლობაში პირველად აღინიშნება მასშტაბურად ლევილის მამულში. კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ლევილის ისტორიული მამული ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილ ფესტივალს უკვე მეორედ მასპინძლობს. ფესტივალის გახსნას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, ლევილის მერი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ფესტივალი 14 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება