რესპუბლიკის მოედანზე, გალა-კონცერტისთვის სამზადისი მიმდინარეობს
რესპუბლიკის მოედანზე, გალა კონცერტისთვის სამზადისი მიმდინარეობს. უკვე გაიმართა გენერალური რეპეტიცია. მსმენელის წინაშე 1000-მდე მონაწილე წარდგება. წლევანდელი პროგრამა სრულად ეთმობა ფოლკლორს. ღონისძიება თბილისის ქალთა გუნდის მიერ შესრულებული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნება. გალა-კონცერტი კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და მთავრობის მხარდაჭერით გაიმართება
