მზადება 26 მაისისთვის
მზადება 26 მაისისთვის. თავდაცვის ძალები დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის განსაკუთრებით ემზადება. გენერალური რეპეტიცია, უკვე გაიარეს. წელს 400-ზე მეტი წვევამდელი დადებს სამხედრო ფიცს. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობას მიიღებენ დროშის აღმართვის ცერემონიალში და წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულთა ხსოვნას. სამხედრო მოსამსახურეებსა და მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ და დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავენ ქვეყნის ოფიციალური პირები