ო'ბრაიენის განცხადება - შეფასებები
სანქციების ენით საუბარი, საქართველოს მოსახლეობასთან არ ჭრის. ეს არის მმართველი გუნდის პოზიცია ჯეიმს ო'ბრაიენის განცხადებაზე. ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ამბობს, რომ იმ პირთა სია, რომლებსაც შეზღუდვები შეეხებათ, არ გამოქვეყნდება. ჯეიმს ო'ბრაიენის თქმით, კანონი ამის საშუალებას არ აძლევთ. მანამდე ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკაზე ისაუბრა
