გამჭვირვალობის კანონი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი 27 მაისის სხდომაზე იმსჯელებს. კანონი, რომლის გამოც საქართველოს აკრიტიკებენ საფრანგეთის სენატმა, რამდენიმე დღის წინ მიიღო. კანონი ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და ჯარიმას. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ის, რაც მისაღებია ევროპისთვის, გაუგებარია რატომ არ აქვთ საქართველოს მოქალაქეებს უფლება იცოდნენ, საიდან და რა მიზნით ფინანსდებიან არა სამთავრობო ორგანიზაციები
