ო'ბრაიენის განცხადება
იმ პირთა სია, რომლებსაც შეზღუდვები შეეხებათ, არ გამოქვეყნდება. ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯეიმს ო'ბრაიენმა განაცხადა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განმარტა, კანონით განსაზღვრული უფლებამოსილება სიის გამოქვეყნების უფლებას არ იძლევა. ამასთან, ო'ბრაიენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შეზღუდვები ეხება არა მხოლოდ თანამდებობის პირებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც
