გამოფენა ეროვნულ არქივში
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში, გამოფენა „საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“ გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 1918-24 წლების დოკუმენტების ორიგინალები, ფოტო მასალა და პერიოდული გამოცემები, ასევე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა მემორიალური ნივთები. 26 მაისისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, დამთვალიერებელს პირველ სექტემბრამდე ელის.