პროტესტი აშშ-სა და ევროპაში
ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის უნივერსიტეტებში პალესტინის მხარდამჭერი აქციები ფიზიკური დაპირისპირებების ფონზე გრძელდება. დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში პოლიციამ ათობით სტუდენტი დააკავა და დემონსტრაციები დაშალა. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი, სადაც პალესტინის მხარდამჭერი აქციების ფონზე საერთო ჯამში 3 ათასამდე სტუდენტი დააკავეს, მოვლენების ეპიცენტრი კვლავ კალიფორნიის უნივერსიტეტია.
